ევროპული კინოაკადემიის 2024 წლის დაჯილდოებაზე „EUROPEAN FILM AWARDS“ წარსადგენი ფილმის კონკურსი უკან ↩

საქართველოს კინოაკადემია, ევროპულ კინოაკადემიასთან (European Film Academy)  თანამშრომლობის ფარგლებში,  აცხადებს კონკურსს ევროპული კინოაკადემიის 2024 წლის  დაჯილდოებაზე „European Film Awards“  წარსადგენი, საქართველოს კინოაკადემიის კანდიდატი, სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული  ფილმის გამოსავლენად.

ევროპული კინოაკადემიის ჯილდოთი დაჯილდოების 37 -ე  ცერემონიალი შედგება 2024 წლის 7 დეკემბერს ლუცერნიში-შვეიცარია.

ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ფილმის მთავარი წარმოების ქვეყანა უნდა იყოს საქართველო.
  2. ფილმის დამდგმელი რეჟისორი უნდა იყოს ქართველი ან სხვა ევროპული (გეოგრაფიულად) ქვეყნის მოქალაქე ან ევროპაში დაბადებული ან ევროპული პასპორტის მფლობელი. ევროპული კინოაკადემიის საბჭომ შეიძლება განიხილოს არაევროპელები, იმ პირობით, რომ მათ აქვთ ევროპელი ლტოლვილის ან მსგავსი სტატუსი ან იცხოვრეს ევროპაში და მუშაობდნენ ევროპულ კინოინდუსტრიაში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ.
  3. ფილმი ოფიციალურად უნდა იყოს ნაჩვენები (მსოფლიო პრემიერა)  2023 წლის 1 ივნისიდან – 2024 წლის 31 მაისის შუალედში.
  4. დამატებითი კრიტერიუმები (დამატებითი ა, ბ, გ – ანუ 3 კრიტერიუმიდან ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთს მაინც).

ა) დაჯილდოებული იყოს დიდ ფესტივალებზე, ფესტივალების სიას იხილავთ ამ ბმულზე: https://www.europeanfilmacademy.org/industry/feature-films-list-of-festivals/

ბ) შერჩეული იყოს მინიმუმ ერთხელ მაინც ფესტივალის

მთავარი კონკურსისთვის ან  ორ სხვა სექციაში არანაკლებ სამი ძირითადი ფესტივალის მიერ https://www.europeanfilmacademy.org/industry/feature-films-list-of-festivals/

გ) ნაჩვენები უნდა იყოს კინოთეატრებში  უწყვეტად  შვიდი დღის განმავლობაში, სულ მცირე სამ ქვეყანაში ან/და ფილმი შერჩევის დროისთვის უკვე გაყიდული უნდა იყოს ასეთივე პირობით ეკრანებზე გამოსვლისთვის

შეგახსენებთ, რომ ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ა, ბ, გ, პუნქტებიდან ერთ-ერთს მაინც.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ევროპის კინოფესტივალის 2024 წლის რეგლამენტი.

საქართველოს კინოაკადემიის წევრებისაგან შემდგარი ჟიური შეარჩევს ზემოთაღნიშნულ დაჯილდოებაზე წარსადგენად ფილმს მისი მხატვრული ღირებულებების და ევროპული კინოაკადემიის მიერ გამოცხადებული კრიტერიუმების შესაბამისად და ჟიურის გადაწყვეტილება გამოცხადდება 29 მაისს.

საკონკურსო ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 მაისი.