პეკინის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “საშიში დედა” პრიზი ნატა მურვანიძემ მიიღო. ჯილდო ფილმის რეჟისორს ანა ურუშაძეს იზაბელ იუპერმა გადასცა.
“საშიში დედა” 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი გამარჯვებით დასრულდა. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 პრიზი გადაეცათ.
გასულ კვირას ფილმმა ევროპული კინოს რიგით მე-19 კინოფესტივალზე გაიმარჯვა