საქართველოს კინოაკადემიის განცხადება უკან ↩

2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს კინოაკადემიაში შეიკრიბნენ კინემატოგრაფისტები (სულ 92 ადამიანი, აქედან 30 – საქართველოს კინოაკადემიის წევრი, 62 – არაწევრი) და მოითხოვეს კინოაკადემიის ვებგვერდზე განთავსებულიყო მათი წერილი. 2024 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს კინოაკადემიის გამგეობამ, რომელიც პატივს სცემს კინოაკადემიის თითოეული წევრის აზრს, იმსჯელა და გამომდინარე აქედან, გადაწყვიტა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა, რომ  მათი წერილი  გამოქვეყნდეს საქართველოს კინოაკადემიის ვებგვერდზე.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული წერილი გახლავთ საქართველოს კინოაკადემიის 30 წევრის და 62 არაწევრი კინემატოგრაფისტის (წერილის ქვემოთ ხელმომწერების) პოზიცია და იგი არ წარმოადგენს მთლიანად საქართველოს კინოაკადემიის და მისი გამგეობის პოზიციას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოაკადემია შედგება 291 წევრისაგან.

იხილეთ წერილი: