1-8 მაისს ლონდონი ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. უკან ↩

პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონი 1-8 მაისს ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც კინო პროგრამის გარდა კინო პოსტერების გამოფენა, საინტერესო დისკუსიები, ქართული კულინარია და მუსიკალური ნაწილიც იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს „კინოში ასახული ცხოვრება” ბრიტანულ-ქართული საზოგადოება და პრესტიჟული Regent Street Cinema ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მართავენ.

ფესტივალის პროგრამა:
სამშაბათი, 1 მაისი Terroirs Trafalgar Square
18.30 გახსნის ცერემონია. გამოფენის გახსნა „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან” ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით. გამოფენა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში
ოთხშაბათი, 2 მაისი Terroirs Trafalgar Square
19-19:30 საღამო ჯონ ვურდემანთან და ანსამბლ „დიდგორთან” ერთად, თბილისის „აზარფეშასა” და „პოლიფონია”-ს შეფ-მზარეულების თანხლებით.
ხუთშაბათი, 3 მაისი Regent Street Cinema
18.45 „ჩემი ბედნიერი ოჯახი” 2017 / 120 წუთი / ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი / დისკუსია მერაბ ნინიძესთან
პარასკევი, 4 მაისი Regent Street Cinema
18.30 „გოგიტას ახალი ცხოვრება” 2016 (74წუთი) / დისკუსია ლევან კოღუაშვილთან
20.30 „ცისფერი მთები” 1983 (97წუთი) ფილმს წარადგენს რეჟისორი ელდარ შენგელაია
შაბათი, 5 მაისი Regent Street Cinema
14.00 „სავარძელი” 2017 (99წუთი) დისკუსია ელდარ შენგელაიასთან
16.00 „დამოუკიდებლობის ქრონიკები” 1918-1921 (58წუთი) პანელ დისკუსია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ ნინო ძანძავასთან ერთად. მოდერატორი – ტერეზა ჩერფასი
18.20 „ჩემი ინგლისელი პაპა” 1987 (76წუთი) / პანელ დისკუსია ნანა ჯორჯაძესთან, ტერეზა ჩერფასთან, მერაბ ნინიძესთან და ელდარ შენგელაიასთან ერთად თემაზე „კინოწარმოება „პერესტროიკის” პერიოდში”
20.30 „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე” 2017 (61წუთი) დისკუსია ელენე ნავერიანთან
კვირა, 6 მაისი Regent Street Cinema
14.00 „სხვისი სახლი” 2016 (103წუთი) დისკუსია რუსუდან გლურჯიძესთან
16.20 „ანასირმას სახარება” (29წუთი) დისკუსია ელენე ნავერიანთან. პანელ დისკუსია თემაზე „რამდენად ლიბერალურია თბილისი”
18.00 „მზის ქალაქი” 2017 (104წუთი) დისკუსია რატი ონელთან
20.15 „ჩვენი სისხლი ღვინოა” 2018 (78წუთი) დისკუსია ემილი რეილსბეკთან, ჯერემი ქუინთან, ჯონ ვურდემანთან, ლუარსაბ ტოგინიძესთან
ორშაბათი, 7 მაისი Regent Street Cinema
18.30 „დედე” 2017 (97წუთი ) დისკუსია მარიამ ხაჭვანთან
20.45 „აღსარება” 2017 (89წუთი) დისკუსია ზაზა ურუაშაძესთან
სამსაბათი 8 მაისი Regent Street Cinema
18.00 „როცა დედამიწა მსუბუქია” 2015 (76წუთი)/დავით მესხი, თამუნა ქარუმიძე და სალომე მაჩაიძე
19.35 „საშიში დედა” 2017 (107წუთი) დისკუსია ანა ურუშაძესთან. დახურვის ცერემონია.
ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება” 2010 წელს ჯეისონ ოსბორნის, ნინო ანჯაფარიძისა და ქეთი ჯაფარიძის მიერ დაარსდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იგი არ არის მხოლოდ კინოფესტივალი და საქართველოს უნიკალური ისტორიასა და ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება.