13-26 ოქტომბერს, ტოკიო ქართული კინოს ფესტივალს უმასპინლებს. უკან ↩

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის და ქართული კინოს 110 წლის იუბილის საპატივსაცემოდ, იაპონია ქართული კინოს ფესტივალს უმასპინლებს.
რეტროსპექტივა 13-26 ოქტომბერს, ტოკიოში მდებარე კინოთეატრში – „ივანამი-ჰოლი” გაიმართება. ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:
  • “ჩემი ბებია” – კოტე მიქაბერიძე;
  • “ჯიმ შვანთე” – მიხეილ კალატოზიშვილი;
  • “ქეთო და კოტე” – ვახტანგ ტაბლიაშვილი და შალვა გედევანიშვილი;
  • “ფიროსმანი” – გიორგი შენგელაია;
  • “დიდი მწვანე ველი” – მერაბ კოკოჩაშვილი;
  • “დედუნა” – დავით ჯანელიძე;
  • “სუსა” – რუსუდან პირველი;
  • “გაიღიმეთ” – რუსუდან ჭყონია;
  • “შემთხვევითი პაემნები” – ლევან კოღუაშვილი;
  • “სხვისი სახლი” – რუსუდან გლურჯიძე;
  • “დედე” – მარიამ ხაჭვანი;
  • “ხიბულა” – გიორგი ოვაშვილი;
  • “აღსარება” – ზაზა ურუშაძე;
  • “მზის ქალაქი” – რატი ონელი;
  • “საშიში დედა” – ანა ურუშაძე;
  • “ანარეკლი”;
  • “მეიდანი – სამყაროს ჭიპი” – დავით ჯანელიძე.

იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალის მოწყობის იდეა, ტოკიოს კინოთეატრის „ივანამი ჰოლის“ დირექტორს ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის, რომელიც უკვე ბევრი წლია იაპონიაში ქართული კინოს პოპულარიზაციას ეწევა. ჰარადა 40 წლის წინ, გიორგი შენგელაიას ფილმით – “ფოროსმანი” მოიხიბლა და ქართული კინემატოგრაფის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია.  ” ქართული ფილმების სიმრავლემ და სიმდიდრემ გამაოცა. ძალიან მინდა, რომ ეს იაპონელ ხალხს გავაცნო. მომავალ წელს 65 წლის გავხდები და ბოლო წელი იქნება ჩემი კინოთეატრში მუშაობის, ამიტომაც, რაც დრო დამრჩა, მინდა  ქართული ფილმების პოპულარიზაციას მოვახმარო. ბოლო დროის ფილმებიდან გამოვყოფ ზაზა ხალვაშის „ნამეს“ და ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახს“ სხვებიც არიან. კინოფესტივალის ფარგლებშიც ვნახე ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „სავარძელი“. როგორც ვიცი, ბატონ ელდარს დიდხანს არ გადაუღია ფილმი და 20-წლიანი პაუზის შემდეგ გადაიღო. ამ პაუზის მიუხედავად, როგორც ადრე, ახლაც ნათელი და ალეგორიით მდიდარია მისი ფილმი, ეს ცოცხალი ფილმია და ძალიან მომეწონა.  ქართულ კინემატოგრაფში იყო საბჭოთა კავშირი, შემდეგ 90-იანი წლები. და შემდეგ 2000 წელი. ქედან უკვე ახალი თაობა იწყება. 90-იანი წლებში იყო წყვეტა. და ახლა ბოლო წლებში ძველმა თაობამაც ხელახლა დაიწყო ფილმების გადაღება  ახალი თაობის პარალელურად. ეს ერთგვარი კონკურენციაა ძველ და ახალ თაობებს შორის. წყვეტაც აღდგა. ოცნება მაქვს. მომავალ წელს პენსიაზე გავდივარ, თუ ლატარია მოვიგე ან ვინმე სპონსორი ვიპოვე, მინდა ტოკიოში ავაშენო პატარა კინოთეატრი,  სადაც მხოლოდ ქართული ფილმები გავა.” – ამბობს ტაკეჰიდე ჰარადა.  2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე.