18 თებერვალს, კინოს სახლის მცირე კინოდარბაზში გაიმართა კინორეჟისორის, მიხსალუქვაძის ხსოვნისადმიეილ მიძღვნილი საღამო. უკან ↩

გუშინ, 18 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, კინოს სახლის მცირე კინოდარბაზში გაიმართა კინორეჟისორის, მიხეილ სალუქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ნაჩვენები იქნა მიხეილ სალუქვაძის დოკუმენტური ფილმი – „დღე და საუკუნე“, რომელიც მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის სახელობის, 23-ე საშუალო სკოლის, ერთ-ერთი კლასის, 11 განვლილი სასწავლო წლის შესახებ: პირველი კლასიდან – სკოლის დამთავრებამდე.
საღამოს დაესწრნენ ბატონი მიხეილის კოლეგები, ოჯახის წევრები, 23-ე საშუალო სკოლის იმ კლასის ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ, მართლაც უნიკალურ ფილმში. ფილმის გადაღება 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან თბილად მოიგონეს ბატონი მიხეილი და ფილმის გადაღებების საინტერესო ისტორიები “დღე და საუკუნე”-ს ოპერატორებმა: რეზო მაზათაძემ და თემურ ჭოხონელიძემ. დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა და ისაუბრა ფილმის გადაღებებთან დაკავშირებულ დაუვიწყარ და თბილ მოგონებებზე.