4 მარტს სტრასბურგში, კინოთეატრ „ოდისეში“(L’Odyssée) – ქართული კინოს დღეები გაიხსნა. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ქართული ფილმების რეტროსპექტივას.
ქართული ფილმების პროგრამა, ოთარ იოსელიანის ფილმით – „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნა. ბატონი ოთარი, სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა და კინოთეატრ „ოდისეში“ შეკრებილ აუდიტორიას თავად წარუდგინა ფილმი.
ღონისძიების ორგანიზებაში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან და სტრასბურგის მერიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოაკადემიამ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კინოაკადემია მონაწილეობს მსგავსი ტიპის ღონისძიებაში. ქართული კინოს კვირეული, 15 მარტს დაიხურება.
https://www.facebook.com/geofa.org.ge/posts/1838889196242259?notif_id=1583868640478977¬if_t=page_post_reaction&ref=notif