4 – 16 მარტს, სტრასბურგში – ქართული კინოს დღეები გაიმართება. უკან ↩

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კინოაკადემიის მონაწილეობით, 4 – 16 მარტს, სტრასბურგში – ქართული კინოს დღეები გაიმართება. მოგეხსენებათ, საქართველო ექვსი თვით – ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანაა და სწორედ, ამ მოვლენას მიეძღვნება ქართული კინოს დღეები სტრასბურგში, რომელიც 4 მარტს, ოთარ იოსელიანის ფილმით – “გიორგობისთვე” გაიხსნება.
ქართული კინოს დღეების პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება, ფილმები, რომლებიც ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ იქნა შერჩეული:
ელდარ შენგელაიას – „თეთრი ქარავანი“;
ოთარ იოსელიანის – „იყო შაშვი მგალობელი“;
მიხეილ კობახიძის – „ქოლგა“, „ქორწილი“ და „მუსიკოსები“;
ლანა ღოღობერიძის – „ინტერვიუ პირად საკითხებზე“;
ნუცა ალექსი-მესხიშვილის – „კრედიტის ლიმიტი“.
დიდ მადლობას ვუხდით დახმარებისთვის, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ევროპის საბჭოში, განსაკუთრებით კი – რატი მახარაშვილს.

https://www.facebook.com/geofa.org.ge/posts/1831423166988862?__xts__[0]=68.ARDJOLUvsBddFe7XPDfz9W73zu1bloyJEqDDf2aJV-zKhg3oTcysEhxkPUDNQVaEK_gXiHu2cw4OcDbPmHKkKtEjZpPku0InH2jR4npggueHfPKVjZYInaqD0t06YvrKdVrjnzBpvj3SF_w-SNkbPYd-QJN11wm9_iVulfRhKzxC3yLxkTiqsy0i4COvbW0jNz9IfZRBY22PgHyrZOPUR9oyMl2MZDGh8ZgNwne9H4Lg_bCodgKxpvaImuumCG83ehlqpwA20dkOiRLR4ki4VzTJQeqoa9oQB2tm_SrWMBXnIhwPV6Zx7P4wpfQnlEoFbflKwfEIy50zYjYvjDfO2r-ZDA&__tn__=-R