ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ წევრების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის, საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის საგანგებო სხდომის გადაწყვეტილებით, ა/წლის 25 სექტემბერს, 14 საათზე, მოწვეულია ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ განმეორებითი რიგგარეშე ყრილობა. ყრილობის წევრთა რეგისტრაცია მოხდება 1300 საათიდან 1345 საათამდე, რის შემდეგაც დაიწყება ყრილობა.
საქართველოს კინოაკადემიის განმეორებითი რიგგარეშე ყრილობა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:
ა) ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით;
ბ) ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ ახალი პრეზიდენტის არჩევა;
გ) სხვადასხვა.
ყრილობა ჩატარდება საქართველოს კინოაკადემიის ადმინისტრაციული შენობის („კინოს სახლი“) მცირე კინოდარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2).
ყრილობაზე დასწრება სავალდებულოა კინოაკადემიის ყველა წევრისათვის. ამასთანავე, გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს კინოაკადემიის იმ წევრს, რომელიც საფუძვლიანი მიზეზის გამო ვერ დაესწრება ყრილობას, შეუძლია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ან ასევე, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, გადასცეს საკუთარი ხმის უფლება კინოაკადემიის სხვა წევრს.