ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” იწყებს 2018 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას.
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:
- სცენარის განვითარება
- კო-პროდუქციის სტრატეგია
- დაფინანსების სტრატეგია
- საფესტივალო სტრატეგია
- დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.
“ალტერნატიული ტალღა” 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტები.
პროექტის შესარჩევად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):
1. ფილმის სცენარი.
2. ფილმის სინოფსისი.
3. რეჟისორის ხედვა.
4. პროდიუსერის მოტივაცია.
5. რეჟისორის ბიო-ფილმოგრაფია.
6. პროდიუსერის ბიო-ფილმოგრაფია.
7. ფილმის ბიუჯეტი.
8. ფილმის ფინანსური გეგმა.
“ალტერნატიული ტალღა” გაიმართება “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს ბათუმში.
მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება პროექტის ორი წარმომადგენელი (რეჟისორი და პროდიუსერი). “ალტერნატიული ტალღა” დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აგვისტო.
ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებს და შეხვდნენ შერჩეუილი პროექტების ავტორებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
awbiaff@gmail.com
თინათინ ყაჯრიშვილი – 597202550
ლაშა ხალვაში – 595926206