ლომერ ახვლედიანის საიუბილეო, შემოქმედებითი საღამო. უკან ↩

28 თებერვალს, საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით, კინოს სახლის მცირე კინოდარბაზში გაიმართა, ქართული კინოს კლასიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, სრულიად გამორჩეული ხელწერის და უბადლო გემოვნების, ქართველი კინოოპერატორის – ლომერ ახვლედიანის საიუბილეო, შემოქმედებითი საღამო. ნაჩვენები იქნა ბატონი ლომერის გადაღებული ფილმების მიხედვით შექმნილი, ახალი ვიდეო რგოლი და ყველასთვის საყვარელი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ქვევრი“(1970წ. რეჟისორი – ირაკლი კვირიკაძე)
ძალიან თბილად მიულოცეს იუბილე ბატონ ლომერს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა: ელდარ შენგელაიამ, მინდია ესაძემ, დავით გუჯაბიძემ, იგორ ნაგორნიმ, მანანა ანასაშვილმა. მათ ისაუბრეს ლომერ ახვლედიანის ძალიან მნიშვნელოვან შემოქმედებაზე და დიდ ხელოვნებაზე. საღამოს დაესწრნენ ბატონი ლომერის ოჯახის წევრები და ლომერ ახვლედისნის შემოქმედების მოყვარული საზოგადოება.

https://www.facebook.com/geofa.org.ge/posts/1828561000608412?__xts__[0]=68.ARAhXbepmAQEQYXbiwrDCgpn__bRRZpfbg8sTpOUcEXNdoqLLqHFRGL7AOoDAgWg4sFieUqVeiNk_kDvTkUwSMwFA5hbXY1b2-0d-97n9e1pXLcxneO21LSazA6OuwU7JAMZfggGw7nDq2vyxglwB4WP0Tj1aDHWpXhBAADV7-vi7jos7cvmBhTqsqoFohtMEzUok1_lo9OtzYH58CHRxSHl0HajZk2cb7SkXjDwnjp-Ys4pa_cOMDQxHi1s0hl60lBSb0Uw2BB6bFh3JMSY9EKNIb34OxZUTLcBstP5OE1ZOMB123ESUyQ9zt6SmnsRmKwhkqm-jJXbkdo5s-s2UeUzAQ&__tn__=-R