ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ანა ურუშაძის დებიუტით “საშიში დედა” დაიხურა. ჩვენების შემდეგ რეჟისორი მაყურებელს შეხვდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე გაიმართა ბოლო დროის წარმატებული ქართული დოკუმენტრი ფილმის “როცა დედამიწა მსუბუქია” ჩვენება.
ფესტივალის დახურვაზე სიტყვა თქვა საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილმა. ქართული კინოს დღეები ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.