18 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, კინოს სახლის მცირე კინოდარბაზში გაიმართება კინორეჟისორის, მიხეილ სალუქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ნაჩვენები იქნება მიხეილ სალუქვაძის დოკუმენტური ფილმი – „დღე და საუკუნე“, რომელიც მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის სახელობის, 23-ე საშუალო სკოლის, ერთ-ერთი კლასის, 11 განვლილი სასწავლო წლის შესახებ: პირველი კლასიდან – სკოლის დამთავრებამდე.
დასწრება თავისუფალია.