ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში მონაწილე ფილმები ცნობილია უკან ↩

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.
კონკურსის პირობების თანახმად, (იხ. კონკურსის პირობები) ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში წელს შემდეგი ფილმები მიიღებენ მონაწილეობას:
  • „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.