ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებაში, ელდარ შენგელაიასთან შეხვედრა და კინოჩვენება გაიმართა. უკან ↩

5 მარტს, მარტის ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების მე-5 (ქალთა კოლონია) დაწესებულებაში, საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით,  გაიმართა შეხვედრა – ქართული კინოს კლასიკოსთან, ბატონ ელდარ შენგელაიასთან და მისი ფილმის – “ჭა” ჩვენება. შეხვედრას დაესწრნენ, თავად ბატონი ელდარ შენგელაია და საქართველოს კინოაკადემიის წარმომადგენლები.