ქართული კინოს ისტორია 110 წელს ითვლის. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებით კინოსტუდია “ქართულ ფილმში” დაგეგმილია დიდი გამოფენა, სადაც საზოგადოება იხილავს საყვარელი მხატვრული და ანიმაციური ფილმების ესკიზებს, კოსტუმებს, იარაღს-საჭურველს, ფოტოებს კინოგადასაღები მოედნებიდან, კინოგადამღებ და ხმის ტექნიკას, კინოაფიშებსა და სხვა.
გეპატიჟებით ყველას 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით 12:00-დან 18:00-მდე. კინოსტუდიის კარი ყველასთვის ღიაა.
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, IV კვარტალი, ს. ახმეტელის 10ა