ქართული კინოს დღეები სტრასბურგში. უკან ↩

გუშინ, 4 მარტს სტრასბურგში, კინოთეატრ „ოდისეში“(L’Odyssée) – ქართული კინოს დღეები გაიხსნა. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ქართული ფილმების რეტროსპექტივას.
ქართული ფილმების პროგრამა, ოთარ იოსელიანის ფილმით – „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნა. ბატონი ოთარი, სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა და კინოთეატრ „ოდისეში“ შეკრებილ აუდიტორიას თავად წარუდგინა ფილმი.
საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.
http://beta.gnfc.ge/