ქართული კინოს კიდევ ერთი დიდი წარმატება! ანა ურუშაძის “საშიში დედა” – 2018 წლის აღმოჩენა და ევროპის კინოაკადემიის ნომინანტია! უკან ↩

ძალიან სასიხარულო ფაქტი და უკვე დიდი წარმატებაა, ის სიახლე, რომ  ახალგაზრდა, ქართველი რეჟისორი, ანა ურუშაძე, ფილმით – “საშიში დედა”, იმ 6 ფილმს შორისაა, რომლებიც  საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის (EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI) იბრძოლებენ.

ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალი  15 დეკემბერს გაიმართვება სევილიაში.