2-19 აგვისტოს ავსტრალია მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, სადაც ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალზე 7 და 12 აგვისტოს აჩვენებენ ანა ურუშაძის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “საშიში დედა”, 9 და 17 აგვისტოს კი რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “სოციუმის პატიმარი” ჩვენება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ “სოციუმის პატიმარი” ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია. ევროპული კინოაკადემიის რიგით 31-ე დაჯილდოვების ცერემონია 15 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაიმართება.
მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალი კანის და ბერლინის კინოფესტივალების მსგავსად მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი ფესტივალია. იგი 1952 წლიდან იმართება.