ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციულად დიდი გამარჯვებით დასრულდა. დაჯილდოვების ცერემონიალს 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 მთავარი პრიზი გადაეცათ:
Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;
Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა”. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს – ანა ურუშაძეს გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის “დედე”;