ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი (ქართული პავილიონის ნომერია 126 და იგი ბერლინში სასტუმრო „მერიოტში“ იქნება განთავსებული).
გაიმართება შეხვედრები: ბერლინის, კანის,
სან სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოს, ვენეციის, ანსის კინოფესტივალებისა და ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებთან. ასევე, საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს, გაეცნობათ პროგრამა – „გადაიღე საქართველოში“ შესახებ. გარდა ამისა, გაიმართება მოლაპარაკებები ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან, გაყიდვების აგენტებთან, კინოთეატრებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებთან.
„ბერლინალეს“ ბაზრობაზე (Market Screenings) ნაჩვენები იქნება 2 ქართულ ფილმი: ცნობილი ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ახალი სურათი – „ოქროს ძაფი“ და უტა ბერიას სადებიუტო ფილმი -„უარყოფითი რიცხვები“.
ჩვენებების განრიგი:
„ოქროს ძაფი“ – 22 თებერვალი, 20:00 საათი, CinemaxX 2;
„უარყოფითი რიცხვები“ – 21 თებერვალი, 13:10 საათი CinemaxX 14 და 24 თებერვალი, 11:20 საათი, dffb-Kino;
25 თებერვალს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის, სასტუმრო „მარიოტში“ ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება.