საქართველოს კინოაკადემიის წევრთა საყურადღებოდ!
ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ გამგეობის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ წევრთა მორიგი ყრილობა მოწვევულია 2018 წლის 19 მაისს, 1400 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სინეტექში“ ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ კუთვნილი წილის შესახებ;
- ააიპ „საქართველოს კონოკადემიას“ და შპს „გინზა ჯორჯიას“ შორის უძრავი ქონების იჯარის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შეტანის შესახებ;
- საარჩევნო კომისიის ფორმირება (რიცხოვნობის განსაზღვრა და წევრთა არჩევა);
- ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ პრეზიდენტის არჩევა;
- ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ გამგეობის შემადგენლობის რიცხოვნობის განსაზღვრა და წევრების არჩევა;
- ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;
- სხვადასხვა.
ყრილობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2, „კინოს სახლის“ პირველ სართულზე არსებული მცირე კინოდარბაზი.
ყრილობის წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 19 მაისს, 1300 საათზე.
გთხოვთ მობრძანდეთ ყრილობის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ ააიპ „საქართველოს კინოაკადემიის“ პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ შემოქმედებით კავშირში გაერთიანებულ შემოქმედებით ჯგუფებს, აგრეთვე კინოაკადემიის ცალკეულ წევრებს.