საქართველოში „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი – სერგეი რახლინი ჩამოდის უკან ↩

წარმოშობით ლატვიელი სერგეი რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის უცხოენოვანი ფილმების კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალს წარმოადგენს. წლების განმავლობაში იგი ამავე ცერემონიის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

15 სექტემბერს, 17:00 საათზე, კლუბში „ფრონტლაინი“ სერგეი რახლინი მასტერკლასს ჩაატარებს. საუბარი იქნება კინო კრიტიკისა და კინო ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, ასევე, ამერიკული კინო პიარის მექანიზმებზე და გზაზე, რომელსაც კანდიდატი ფილმები ოქროს გლობუსის ნომინანტობამდე გადიან.

მასტერკლასის სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია!