The Guardian: ქართული ფესტივალი, რომელმაც ქალი რეჟისორების რაოდენობით კანი უკან ჩამოიტოვა უკან ↩

5 -8 მაისს, ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ჩატარდა, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფესტივალს The Guardian-იც გამოეხმაურა და სტატია ქართველი ქალი რეჟისორების შესახებ მოამზადა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ როცა კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქალების სიმცირეა და ქალებს ჯერ კიდევ უკრძალავენ წითელ ხალიჩაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე გავლას, ქართულ კინოში ქალი რეჟისორების ნამდვილი ბუმია და ისინი ქვეყნის მკაცრ, პატრიარქალულ წყობასა და გენდერულ როლებზე მოგვითხრობენ.

სტატიის ავტორი წერს, რომ ნანა ექვთიმიშვილი თავის ბოლო ფილმში, ჩემი ბედნიერი ოჯახი, საკუთარ ნიჭს აფრქვევს და გვიჩვენებს ქვეყნის პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის როლზე გვიამბობს.

ჟურნალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, 25 წლის ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი ქალი რეჟისორი ვინც საქართველოში ფილმი გადაიღო, ოცდამეერთე საუკუნეში კი ქართული კინოს წარმატების დიდი ნაწილი სწორედ ქალ რეჟისორებზე მოდის.