საქართველოს კინოაკადემიაში რიგგარეშე ყრილობა დაინიშნა უკან ↩

პატივცემულო კინოაკადემიის წევრებო,გაცნობებთ, რომ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის კონსტანტინე (მინდია) ესაძის გადადგომასთან დაკავშირებით, 2023 წლის 5 სექტემბრის კინოაკადემიის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 10 ოქტომბერს, 13 საათზე, დაინიშნა საქართველოს კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა, სადაც არჩეული იქნება საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის უკანასკნელ ვადად განისაზღვრა – 2023 წლის, 25 სექტემბრის 17 საათი.პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ განცხადება და პროგრამა, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულ დრომდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: geofilmacademy@gmail.com, ან ბეჭდური სახით, საქართველოს კინოაკადემიის ოფისის მენეჯერთან (ტელ.:577-34-54-51) წინასწარი შეთანხმებით. საქართველოს კინოაკადემიის წევრთა ყრილობაზე დასასწრებად, რეგისტრაცია დაიწყება – 2023 წლის 10 ოქტომბერს, 13 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის დიდ კინოდარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2, მეორე სართული).