The Calvert Journal, სტატიას ქართველ ქალ რეჟისორებსა და პერსონაჟებს უთმობს. უკან ↩

არაერთი პრიზის მფლობელი ჟურნალი, The Calvert Journal, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ ევოპისა და ცენტრალური აზიის კულტურულ მოვლენებს აშუქებს, ამჯერად სტატიას ქართულ კინოს, უშუალოდ კი ქართველ ქალ რეჟისორებსა და პერსონაჟებს უთმობს.

გაიცანით ქალები, რომლებზეც ახალი ქართული კინო დგას – ასე ჰქვია თამარ კოპლატაძის The Calvert Journal-ისთვის.

ავტორი თავის სტატიაში ქართული კინოს ახალ ტალღაზე საუბრობს, რომლის სათავეშიც ქართველი ქალი რეჟისორები და მათი შექმნილი ძლიერი ქალი პერსონაჟები მოექცნენ.

“პათოსისთვის თავის არიდებით და ხანდახან იუმორის მოშველიებით, ეს საერთაშორისოდ აღიარებული ფილმები ასახავენ სამყაროს, სადაც კაცებისა და მამების ფიგურები ან გარდაცვლილები არიან, ან არ არსებობენ ან პასიურ როლს ითავსებენ მათ ნაცვლად კი ოჯახურ თუ ფინანსურ სადავეებს ქალები იღებენ”, – წერს თამარ კოპლატაძე.

სტატიაში განხილულია ისეთი ფილმები, როგორებიც არის – “ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), “კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი მესხიშვილი), “პატარძლები” (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი), “საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე), “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), “ანას ცხოვრება” (ნინო ბასილია), “მარილივით თეთრი” (ქეთი მაჭავარიანი).