ჩვენ შესახებ

 

„საქართველოს კინოაკადემია“ (ყოფილი ააიპ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“) მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას კინემატოგრაფის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობდა სახელმწიფო სტრუქტურებთნ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა დარგობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი , რომელიც 2015 წელს გადაკეთდა საქართველოს კინოაკადემიად, ნაცვლად ლიკვიდაციისა, შენარჩუნდა ძველ პლატფორმაზე დაყრდნობით–არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით, საკუთარი ქონებით და საწესდებო ამოცანებით, რაც საშუალებას იძლევა, აკადემიამ განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ანალოგიური ინსტიტუციების აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისი საქმიანობა. დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ამგვარი ფუნქციების მატარებელი მოქმედი ინსტიტუტი, გარდა საქართველოს კინოაკადემიისა, რომელიც აერთიანებს ქართველ კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს, გააჩნია სათანადო ინტელექტუაური რესურსი, მატერიალური ბაზა უძრავი ქონების სახით (მცირე და დიდი კინოდარბაზი) და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს შესაბამის პლატფორმას ეროვნული კინოაკადემიის გამართული ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს კინოაკადემიის მფლობელობაში არსებული მცირე კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე და კონცეფციიდან გამომდინარე, ის ერთადერთია საქართველოში არსებულ კინოდარბაზებს შორის, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დამოუკიდებელი, საავტორო კინოს პოპულარიზაციაზე. საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ კინოს სახლის მეშვეობით მაყურებელს, რომელიც დღეს მეტწილად კომერციულ კინოზეა ორიენტირებული, გაუზარდოს ინტერესი საავტორო და ქართული კინოს მიმართ.

ქართველი რეჟისორების მიერ ბოლო წლების მანძილზე შექმნილი მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმატება მსოფლიო და ქართულ კინობაზარზე, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ კინოს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება მაყურებლის ინტერესი და რაოდენობა.

საქართველოს კინოაკადემიაში წევრების მიღების დებულება:

  • კინოაკადემია არის შემოქმედ მუშაკთა – კინოხელოვანთა ნებაყოფლობითი გაერთიანება (კავშირი), რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს პროფესიონალ კინემატოგრაფისტებს და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას და პოპულარიზაციას, შემოქმედებითი პროცესების კვლევის ხელშეწყობას, გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელებას.
  1. კინოაკადემიაში მიღების წესი
    • განცხადებებს კინოაკადემიაში წევრად მიღების თაობაზე განიხილავს მიმღები კომისია, რომლის შემადგენლობას და დებულებას ამტკიცებს კინოაკადემიის გამგეობა.

 

  1. კომისიის შემადგენლობა და კომპეტენცია
    • საქართველოს კინოაკადემიის წევრად მიმღები კომისია (შემდგომში „მიმღები კომისია“) შედგება თერთმეტი წევრისგან (კინოპროფესიების მიხედვით), რომლის შემადგენლობას თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა.
    • მიმღები კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით.
    • კომისიის თავმჯდომარე იწვევს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას.
    • მიმღები კომისია განიხილავს განცხადებებს საქართველოს კინოაკადემიაში წევრად მიღების თაობაზე.
  1. საქართველოს კინოაკადემიის წევრობის კრიტერიუმები

3.1. საქართველოს კინოაკადემიის წევრი შეიძლება გახდეს პროფესიონალი კინემატოგრაფისტი, რომლის საქმიანობა ატარებს წმინდა ინტელექტუალურ-შემოქმედებით ხასიათს და ამ საქმიანობის შედეგად ქმნის ხელოვნების მაღალმხატვრულ ნაწარმოებს ან ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას ან რეალიზაციას ან ახდენს მის ინტერპრეტაციას. ამასთან, წევრობის კანდიდატი უნდა აღიარებდეს კავშირის წესდებას, შეჰქონდეს მნიშვნელოვანი წვლილი  ქართული კინოხელოვნების განვითარებაში და ჰქონდეს კინოში პროფესიული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

3.2. პირი, რომელსაც მიენიჭება კინოაკადემიის მიერ დაწესებული პროფესიული  ჯილდო, ხდება კინოაკადემიის წევრი მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გარეშე (თუ მანამდე არ იყო კინოაკადემიის წევრი) და მას არ მოეთხოვება მიმღები კომისიის დებულებით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

3.3. საქართველოს კინოაკადემიის წევრი შეიძლება გახდეს შემდეგი პროფესიის წარმომადგენელი:

ა) პროდიუსერი – რომლის პროდიუსერობითაც შეიქმნა 2 სრულმეტრაჟიანი ან 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ან 3 დოკუმენტური ან 3 ანიმაციური ფილმი.

ბ) კინორეჟისორი – რომელმაც გადაიღო 1 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან 2 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი; 4 დოკუმენტური ან 2 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციურიფილმი.

გ) მსახიობი – რომელსაც შესრულებული აქვს არანაკლებ 1მთავარი ან 4 მეორე პლანის როლი მხატვრულ ფილმში

დ) კინოდრამატურგი – რომელიც ავტორია გადაღებული ორიგინალური ან ეკრანიზებული 2სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან 3 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარისა; 3 გადაღებული დოკუმენტური ან 4 ანიმაციური ფილმის  სცენარისა.

ე) დამდგმელი ოპერატორი- რომელმაც გადაიღო არანაკლებ 2 მხატვრული სრულმეტრაჟიანი ან 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი; ოპერატორი დოკუმენტალისტი, რომელმაც გადაიღო არანაკლებ 4 მოკლემეტრაჟიანი  ან 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი; ანიმაციური ფილმის ოპერატორი, რომელმაც გადაიღო არანაკლებ 5 ანიმაციური ფილმი; ვიზუალური ეფექტების ოპერატორი  – არანაკლებ 3 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ან 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ვ)  დამდგმელი მხატვარი, კოსტუმების მხატვარი –  რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული არანაკლებ 3 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნაში; ანიმაციური ფილმების მხატვარი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული არანაკლებ 4 ანიმაციური ფილმის შექმნაში; კოსტიუმების მხატვარი – არანაკლებ 3 მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი ან 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი; მხატვარი გრიმიორი – 4 სრულმეტრაჟიანი ან 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ზ) კომპოზიტორი –  რომელსაც შექმნილი აქვს ორიგინალური მუსიკა არანაკლებ 2 სრულმეტრაჟიანი  ან 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის

თ) ხმის რეჟისორი რომელიც ქმნის პოლიფონიურ ჩანაწერს სხვადასხვა ჟანრის ფილმებისათვის და შექმნილი აქვს 2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ხმის ჩანაწერი, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმების ხმის რეჟისორი, რომელსაც გაკეთებული აქვს 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ი)   მონტაჟის რეჟისორი –  რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 4  სრულმეტრაჟიანი ან 8 მოკლემეტრაჟიანი,  ან 8 ანიმაციურიფილმის შექმნაში.

კ)  კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი – რომელიც სისტემატიურად მუშაობს პრესასა და ტელევიზიაში და ავტორია თეორიულ-სამეცნიერო ნაშრომებისა ან გამოქვეყნებული აქვს წიგნი.

ლ)  ტელესერიალის რეჟისორი-რომელსაც გადაღებული აქვს არანაკლებ 2 ტელესერიალი.

3.4.  საქართველოს კინოაკადემიაში გაწევრიანების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ფოტო 3X4 – ელ. ვერსია;

ე) დიპლომის ასლი;

ვ) კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოქმედებითი პროფესიის კანდიდატებმა (რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი, კომპოზიტორი, მხატვარი) შესაძლებელია წარმოადგინონ ფილმი.

3.5.  წინამდებარე დებულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კომისიამ შესაძლებელია განცხადება განიხილოს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) გარეშე.

  1. განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

4.1.  მიმღები კომისია განიხილავს განცხადებებს კინოაკადემიაში წევრად მიღების თაობაზე.

4.2.    კომისია ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს და გააანალიზოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/მასალა მიმღები კომისიის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

4.3.  კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ კომისიის ნახევარზე მეტმა არ მოითხოვა საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტა.

4.4.    გადაწყვეტილებისმიღებისთანავეთავმჯდომარეადგენსდახელსაწერს კომისიის სხდომის ოქმს.

4.5. კომისიის თავმჯდომარე მისაღებ კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს რეკომენდაციის სახით წარუდგენს კინოაკადემიის პრეზიდენტს.

4.6.    კინოაკადემიის პრეზიდენტი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარუდგენს გამგეობას.

4.7. კანდიდატის კინოაკადემიის წევრად მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კინოაკადემიის მმართველი ორგანო – გამგეობა, მიმღები კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე.

4.8 კანდიდატს საქართველოს კინოაკადემიის წევრის სტატუსიმიენიჭებაგამგეობის  მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებისა და წევრთა რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან.

4.9. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები კომისია უარს იტყვის კანდიდატისთვის რეკომენდაციის გაცემაზე, კანდიდატი უფლებამოსილია უარის გაცნობიდან ერთი (1) თვის ვადაში გაასაჩივროს მიმღები კომისიის გადაწყვეტილება კინოაკადემიის გამგეობაში.

4.10. მიმღები კომისია არ გამორიცხავს უარყოფილი კანდიდატის განმეორებითი განცხადების განხილვას 2 წლის შემდეგ, მის მიერ ახალი ნამუშევრების წარმოდგენისას.