კინოდარბაზი

„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ,  მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.

დარბაზში პერმანენტულად იმართებოდა  სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

  • მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმების ჩვენებები, როგორც კლასიკა, ასევე თანამედროვე კინოს ყველაზე საინტერესო და გახმაურებული ნაწარმოებები
  • ახალი ქართული ფილმების პრემიერები
  • შეხვედრები უცხოელ კინემატოგრაფისტებთან
  • ქართული და მსოფლიო კინოს შედევრების ჩვენებები
  • სტუდენტური და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალები
  • კინომოყვარულთა ფილმების ჩვენებები
  • გამოფენები

2017 წელს საქართველოს კინოაკადემიამ დაასრულა მცირე კინოდარბაზის რეკონსტრუქცია. დღეს იგი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და მზად არის გამართული ფუნქციონირებისთვის.  დარბაზი აღიჭურვა ახალი, თანამედროვე აპარატურით, რაც გულისხმობს კინოსაპროექციოს, ეკრანს, 5.1DOLBY surround აუდიო სისტემას, საკონფერენციო აუდიო სისტემას.  დარბაზში განახლდა სკამები, იატაკი, კედლები, სცენა, დამონტაჟდა სპეციალური აკუსტიკური მასალა,ახალი განათება და შეიცვალა გათბობისა და კონდენცირების სისტემა.

საქართველოს კინაოაკდემიის მიზანია, რომ განახლებულმა კინოდარბაზმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ალტერნატიულმა სივრცემ კინომოყვარულთათვის, აგრეთვე თანამშრომლობის ფარგლებში შესთავაზოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუციებს მყარი კულტურული პლატფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოლოდინს. აქედან გამომდინარე კინოდარბაზს კინოჩვენებების გარდა, ექნება საშუალება უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს:

  • პრეზენტაციებს
  • მასტერკლასებს
  • ვორქშოფებს
  • კონფერენციებს
  • ფესტივალებს
  • თემატურ საღამოებს
  • სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობებს
  • ერთობლივ პროექტებს